Tuesday, July 13, 2010

ეკონომიკური სტაბილურობა

  1. პროექტის სახელი: ეკონომიკური სტაბილურობა
  2. პროექტის აღწერა 1–2 წინადადებით: პროექტის დანიშნულებაა ის, რომ კვლევის პროცესში, მოსწავლეები დარწმუნდებიან იმაში,თუ რა როლი აკისრია უმუშევრობის აღმოფხვრას. აგრეთვე ნახავენ რა ინდიკატორებს იყენებენ ეკონომისტები ეკონომიკის სიჯანსაღის შესაფასებლად.
  3. პროექტის სრული აღწერა: პირველი ჯგუფის ამოცანაა მოიპოვოს ინფორმაცია უმუშევრობახე.მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიზნებს სტაბილური ფასების, სრული დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მეტი წილის
ქვეყნების ეკონომიკა საქმიანი აქტივობის ციკლების ზემოქმედებას განიცდის. მათ შეიძლება
იწვევდეს ეკონომიკური პირობების ცვლილებები, საერთაშორისო მოვლენები, ომები და ტექნოიოგიური ცვლილებები. მთავრობები ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ამგვარი მერყეობის ხარისხი და მანამდე ჩაერთონ ხოლმე, ვიდრე უმუშევრობის ან ინფლაციის მაღალი დონე ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის
ადამიანები უმუშევრები არიან სხვადასხვა მიზეზების გამო. ამიტომ უნდა ჩატარდე3ს
კვლევა და დადგინდეს უმუშევართა რაოდენობა უმუშევრობის სახეების მიხედვით:
ფრიციული, სეზონური, სტრუტურული და ციკლური.

მეორე ჯგუფის ამოცანაა: ყველაზე სასარგებლო ინდიკატორია მთლიანი შიდა პროდუქტი (მსპ). ეს არის ეკონომიკის მიერ ერთი წლის განმავლობაში წარმოებული საქონ–
ლისა და მომსახურების საერთო საბაზრო ღირებულება. მას შეუძლია ინფორმაციის მოცემა
ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღის სესახებ
მესამე ჯგუფი იკვლევს შემდეგ საკითხს: სამომხმარებლო ფასის ინდექსი(სფი) ყოველთვიურად ქვეყნდე3ბა და ზომავს დაახლოებით 400 ერთეული საქონლისა და მომსა–
ხურებისფასების ცვლილებებს. სფიემყარებატიპური ქალაქელი მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების "სამომხმარებლო კალათს". მასში შედის საკვები, საოჯახო საქონელი, ტანსაცმელი,სამედიცინო მომსახურება და პირადი ჰიგიენა.
4. პროოექტის მონაწილეები: მე– xi კლასის მოსწავლეები.
5. შესაძლო აქტივობები: ინდივიდუალური მუშაობა, მუშობა ჯგუფებში, დებატები.
6. მოსალოდნელი შედეგები: უმუშევრობის დონის დადგენა, რეალური შიდა პროდუქტის
ღირებულება და" სამომომხმარებლო კალათა".
7. სარგებლობა სხყებისათვის:ინფორმაცია ჩყენი ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ.
8. სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური.
9. საგნებთან კავშირი: ეკონომიკა, მათემატიკა, ინფორმატიკა
10. ფასილიტატორის სახელი: ელენა გოგიჩაიშვილი, ნანა მოდებაძე.
11. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: elenagogichaishvili@gmail.com
12.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი : www. elena-projeqt.blogspot.com