Thursday, November 28, 2019
Tuesday, November 26, 2019
Wednesday, November 6, 2019
სოციალური პროექტი
- „ვეხმარებით ხანდაზმულ ადამიანს’’.
ავტორი - სსიპ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის №1 საჯარო სკოლის
მასწავლებელი
ელენა გოგიჩაიშვილი
მონაწილეები - X კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები
პერიოდი - 01.10- 25.11.2019 წ.
თემის აქტუალობა.
საქართველოში ყოველთვის პატივისცემითა და მოწიწებით
ეპყრობოდნენ ხანდაზმულ ადამიანებს. ისინი ვალმოხდილნი არიან ქვეყნისა და საზოგადოების
წინაშე. მაგრამ ხშირად, მარტონი, ბედის ანაბარა რჩებიან. ხშირად საზოგადოება ვერ აცნობიერებს
ხანდაზმულთა საჭიროებებს, ვერ აფასებს მათ სათანადოდ და ნაკლებ ზრუნვას იჩენს მათ მიმართ.
ყურადღებას ვერ აქცევენ და ზოგჯერ ზედმეტ ტვირთადაც კი მიიჩნევენ. მათზე ზრუნვას მეორეხარისხოვან
საქმედ თვლიან. ჩვენ უნდა დავაფასოთ და ვიამაყოთ ამ ადამიანებით. მნიშვნელოვანია, ჩვენი
მოსწავლეები სკოლის მერხიდან უნდა მივაჩვიოთ ხანდაზმული ადამიანების პატივისცემას,
მათდამი თანაგრძნობას და მათზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ, სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების,
ადმინისტრაციისა და თემის მონაწილეობით დაიგეგმა სოციალური პროქტი.
პროექტის მიზნები:
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა) ქვეყნის
ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების
მიმართ საკუთარი
პასუხისმგებლობის გააზრება;
ბ) კომუნიკაცია
ინდივიდებთან და
ჯგუფებთან.
გ) ტოლერანტობისა
და ემპათიის გამოწვევა.
მოკლევადიანი მიზნები:
მოსწავლეთა ორგანიზება და საჭირო ნივთების შეგროვება,
ხანდაზმული ადამიანის პერიოდული მონახულება და მასზე ზრუნვა.
გრძელვადიანი მიზნები:
ტოლერანტობისა და თანაგრძნობის
უნარის აღზრდა მოსწავლეებში, სხვისი გასაჭირის გაზიარების უნარების განვითარება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამოვხატოთ სითბო და თანადგომა იმ
ადამინების მიმართ, რომლებიც თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობენ. ამავე დროს
დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი
უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ მოხუცების დახმარების საქმეში.
მოსალოდნელი გრძელვადიანი შედეგები:
პროექტი ხელს
შეუწყობს მოსწავლეებში ტოლერანტობისა და ემპათიის აღზრდას, სხვისი გასაჭირის გაზიარების
უნარების განვითარებას, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები
ელექტრონული - Word, Power Point.
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი, მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
მატერიალური - ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი, ტკბილეული.
პროექტის შეფასება:
შედეგი გაიზომება
1.
პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით;
2.
პროექტში
მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით;
3.
შეგროვებული
პროდუქტის რაოდენობით;
დაკვირვებით:
1.
მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება მატერიალური
პროდუქციის შეგროვებისა და დარიგების პროცესს,
გეგმის ეტაპების შესრულებას;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის
მიმდინარეობასა და შედეგებს.
პროექტის გეგმა
აქტივობის დასახელება
|
01.10.
2019
|
02.10
|
03.10
|
ბ07.10 -11.10
|
კვირის განმავლობაში
|
ყოველი პარასკევი.
|
29.10
|
21.11
|
25.11. 2019
|
1.პროექტის იდეის, მიზნისა
და ამოცანების დამუშავება
|
X
|
||||||||
2. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან და სკოლის
ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
|
X
|
||||||||
3. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი
პირების შერჩევა;
|
X
|
||||||||
4. პროექტის განხორციელების პროცესში ყველა ეტაპის
მონი-ტორინგის ჯგუფის შერჩევა
|
X
|
||||||||
5. მოსწავლეთა და მშობელთა მიერ ხანდაზმული ქალბატონის მონახულება და მისი საჭიროებების დადგენა.
|
X
|
||||||||
6. მოსწავლეთა ჯგუფების შექმნა და ხანდაზმული ქალბატონისთვის
საოჯახო საქმეებში ყოველკვირეული დახმარების აღმოჩენა
|
X
|
||||||||
7. მოსწავლეთა ჯგუფების მიერ საკვები პროდუქტების
ყოველკვირეული შეგროვება.
|
X
|
||||||||
8. ყოველი კვირის ბოლოს შეგროვილი საკვების მიტანა
ხანდაზმული ქალბატონისთვის.
|
X
|
||||||||
9. მოსწავლეთა მიერ ზამთრის სეზონისთვის დამზადებული შეშის დაბინავება.
|
X
|
||||||||
10. ხანდაზმული
ქალბატონისთვის სანოვაგის შეგროვება ჯგუფებში და მისი პერმანენტული მიტანა
|
X
|
X
|
|||||||
11. საბოლოო შეხვედრა- პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან
პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია;
|
X
|
||||||||
16. პროექტის შეფასება.
შედეგებზე დაყრდნობით, მოსწავლეთა მიერ შეძენილი გამოცდილების
გაზიარება სკოლის ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის.
|
X
|
შესაძლო რისკები: შესაძლოა, მშობლებს ან ბავშვებს უარი განეცხადებინათ
მარავალშვილიანი დედასთან წასვლაზე ან ტანსაცმლის
და პროდუქტის შეგროვებაზე, რომ დავხმარებოდით მათ. ან კიდევ დროში გაწელილიყო და ვერ
მოგვესწრო მობილიზება ნოემბრის ბოლომდე.
პროექტის ამსახველი მასალა იხილეთ ჩემ საგანმანათლებლო
ბლოგში „ელენა გოგიჩაიშვილის ბლოგი“ მისამართზე: https://elena-projeqt.blogspot.com/”
Subscribe to:
Posts (Atom)